2009 წლის 10-11 სექტემბერს, თბილისში, გაიმართება მე-2 საერთაშორისო კონფერენცია _ “ბიოწარმოების სექტორის განვითარება ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში” გამართვა. .
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (საქართველო), უკრაინის ორგანული ფედერაცია (უკრაინა) და Organic Services GmbH (გერმანია). კონფერენცია იმართება “ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრობის საერთაშორისო ფედერაციის” (IFOAM) მხარდაჭერით.
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია 2008 წლის აპრილში, კიევში გამართული 1-ლი წარმატებული საერთაშორისო კონფერენციის გაგრძელებაა, რომელსაც მსოფლიოს 25 ქვეყნის 220-ზე მეტი ბიოწარმოებით დაინტერესებული პირი ესწრებოდა.
მე-2 საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი თემაა ბიოწარმოების სხვადასხვა დარგში და, განსაკუთრებით კი, მევენახეობა-მეღვინეობაში დაგროვილი პრაქტიკული და მეცნიერული გამოცდილება, ასევე ევროკავშირის ახალი რეგულაცია ბიოწარმოების შესახებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სერტიფიცირების სქემები, როგორც ბიოწარმოებაში, ასევე სხვა სისტემებშიც (მაგ. Fairtrade). კონფერენციაზე განხილული იქნება აგრეთვე ადგილობრივი და საექსპორტო ბიობაზრის განვითარების ტენდენციები.
კონფერენციის შემდგომ მონაწილეთათვის მოეწყობა ექსკურსია და ღვინის ტური კახეთში.
კონფერენციის მიზნებია:
- საქართველოს, როგორც ბიოწარმოებაში განსაკუთრებული პერსპექტივების მქონე ქვეყნის წარმოჩენა;
- ქართული ბიოღვინის პოპულარიზაცია;
- საქმიანი კონტაქტების დამყარება ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის;
- კონფერენციის მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება;
- გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბიოსექტორის განვითარების ხელშეწყობა.



